თელავის მოკრივეთა გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა

10 April, 2019

თელავის მოკრივეთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე 2-ოქროს და 1-რინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში, რომელიც მოსწავლე მოკრივეთა შორის ქალაქ ზესტაფონში, 4-7 აპრილს ჩატარდა, თელავის გუნდიდან ნიკა ოხანაშვილი, გია მითაგვარია, ამირან აბრამიშვილი და გიორგი წიქარაძე მონაწილეობდნენ. მოკრივეების მწვრთნელები არიან იროდი გრემელაშვილი და ვაჟა წიქარაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე