თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გურამ დოჩანაშვილის საღამო გაიმართა

28 მარტი, 2019

თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში მწერალ გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ლიტერატურულ საღამოს სხვადასხვა თაობის მკითხველები, საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები, მწერალთა კავშირის წევრები და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფიის და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. „წაიკითხეთ გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები და ნამდვილად გახდებით უკეთესი, ვიდრე იყავით გუშინ“ და „თუკი ჯერ არ წაგიკითხავთ „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „თავფარავნელი ჭაბუკი“ და სხვები, მაშინ თქვენ წინ გაქვთ პირველად წაკითხვის ბედნიერება“! - ამ სიტყვებით ლიტერატურის მოყვარულებმა მწერლის შემოქმედების გაცნობისას მიღებული პირადი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.


 

გააზიარე