თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა

25 April, 2019

     თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. მერიის საფიანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნათია ვაყელიშვილის განმარტებით, ცვლილებების მიზანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად თანხის მობილიზება.

   მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები ასევე მიმართულია თელავის მუნიციპალიტეტსა და სამხრეთ კავკასიის GIZ-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსებისათვის.

     ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ასევე უკავშირდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. საკრებულომ გასული წლის ბიუჯეტის შესრულება დამაკმაყოფილებლად შეაფასა.

გააზიარე