თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ბიუჯეტიდან 130 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც მოხმარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენასა და სოფელ ყარაჯალაში არსებული სასმელი წყლის ჭაბურღილისათვის სამარაგო რეზერვუარის მოწყობას.
თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 38 მილიონ 381 ათასი ლარით განისაზღვრება.