თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

18 ნოემბერი, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც 24 548 100 ლარს შეადგენს. მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 15 ნოემბერს წარუდგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს,  რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. 

 

გააზიარე