თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

25 ნოემბერი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 23 მილიონ 14 ათას 600 ლარს შეადგენს. მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს,  რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს. 

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge). 

 

გააზიარე