თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 27 მილიონ 695 ათას 500 ლარს შეადგენს. პროექტს საკრებულოს ფრაქციებს და კომისიები 25 ნოემბრამდე განიხილავენ. მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მერს, რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს.
წარმოიდგინლობით ორგანოს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი დასამტკიცებლად 2022 წლის 1 იანვრამდე წარედგინება.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com; ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge).