თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცებულია

29 დეკემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე.

2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული.

მთავარ პრიორიტეტებად განისაზღვრა ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2 მილიონი ლარით იზრდება და 9 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 მილიონ 254 ათას ლარს შეადგენს, რაც 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის მომატებული.

გააზიარე