თელავის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება
თელავის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლის საბაზო საფეხური წარმატებით, ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლეპტოპები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ კი უსადენო ყურსასმენები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება სკოლის მოსწავლეებს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ანდრიაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარი რომანიშვილმა მიულოცეს.
„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმატებს ისეთი მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც სასწავლო წელს უმაღლეს ნიშნებზე ასრულებენ. ეს ყოველივე ჩვენს გარშემო მოტივირებული, მიზანდასახული, ძლიერი და წარმატებული ახალგაზრდების სიმრავლეზე მიუთითებს, რაც ჩვენი ქალაქის, სოფლების, მუნიციპალიტეტის, ქვეყნის იმედი, წარმატებული მომავლისა და მშვიდობიანად განვითარების გარანტია.
მადლობას ვუხდი თქვენს პედაგოგებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს შრომისა და ხელშეწყობისთვის.
მასწავლებლებს გისურვებთ, ყოველ წელს გეამაყოთ, თქვენი წარჩინებული მოსწავლეების სიმრავლითა და მიღწევებით.“- ლევან ანდრიაშვილი.