ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

27 დეკემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის განმავლობაში კულტურისა და სპორტის სფეროებში მიღწეული წარმატებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვა.

ღონისძიებას მუნიციპალიტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო.

წარმატებულ ახალგაზრდებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ დაღუნდარიძემ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია დათუნაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.

 

 

 

გააზიარე