თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში covid-19-ის შედეგებზე რეაგირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

8 ივნისი, 2021

 თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში covid-19-ის შედეგებზე რეაგირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ და აღნიშნული პროგრამის კოორდინატორებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კერძოდ, სოციალურად დაუცველი და covid-19-ის შედეგად შემოსავალდაკარგული ოჯახებისთვის USAID-ის მხარდაჭერით უფასო სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა ხორციელდება.

პროექტი განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის და მოიცავს სამ სასწავლო ბლოკს - მათემატიკას, წიგნიერება/ლიტერატურას და შემოქმედებას. სამუშაო პროცესში ჩართულია ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სოციალური მუშაკი.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ( EWMI ) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ( USAID ) დაფინანსებით. 

გააზიარე