თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომელთაც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, თამარ ზაზანაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და თამარ ზაზანაშვილმა ახალგაზრდებს მისი სამსახურეობრივი გამოცდილება გაუზიარა.
მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტ „გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისათვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.