თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10 თებერვალი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, საკრებულოს წევრები და სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების დროს ადგილობრივ დონეზე გამოვლენილი გამოწვევებს და მათი მოგვარების გზებს.

გააზიარე