თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიუნხენის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ბეგიაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურისტული პოტენციალი.
დელეგაციის წევრებმა საკუთარი პროექტი წარმოადგინეს, რაც გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებთა ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.