თელავის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

10 ივნისი, 2020

თელავში, ქლუხორის, ბოჭორიძეებისა და სოფელ კურდღელაურის N 22 ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 293ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა" შეასრულა.

 

გააზიარე