თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

11 ნოემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,, ხელმძღვანელს მაია კვეზერელს უმასპინძლეს.
შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი,ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ქემაშვილი ესწრებობენ.

საუბარი ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

დღესვე, მხარეებმა შშმ პირებს სარგებლობაში 9 ეტლი გადასცეს.

,,აღნიშნულ ორგანიზაციასთან თელავის მუნციპალიტეტის მერია 2014 წლიდან თანამშრომლობს.
ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელბმა ჯამში 89 ეტლი, ასევე შშმ პირების გადასაადგილებლად საჭირო საშუალებები გადმოგვცეს.
აღსანიშნავია,რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შშმ პირების ეტლით სარგებლობის პრობლემა უკვე მოგვარებულია, ამ საკითხზე შემოსული ყველა განაცხადი დაკმაყოფილებულია.,, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა.

გააზიარე