თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება

8 May, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ საკრებულოს წევრები.

შემოწმება უკვე გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, თუმცა არც ერთს საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენია.

თერმოსკრინინგი უკვე ჩატარდა სოფლებში - კურდღელაურში, თეთრიწყლებში, ნაფარეულში, ართანაში, ფშაველში, ლეჩურში, ლალისყურში ლაფანყურში, ვანთაში, ბუშეტში, ქვ. ხოდაშენში, კონდოლში, ნასამხრალში, ახატელსა და გულგულაში.

„თერმოსკრინინგის პარალელურად მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოაგდეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მაქსიმალურად ეცადნენ, დაიცვან სოციალური დისტანცია და შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში“, - განაცხადა სოფელ კურდღელაურში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა გიგა მამუკელაშვილმა.

მოსახლეობის თერმოსკრინინგი მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს და ყველა მოქალაქე გაივლის შემოწმებას.

გააზიარე