თელავის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა

14 ივლისი, 2022

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თელავის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამართა.

წითელი ჯვრის საზოგადოების თელავის ფილიალის თანამშრომლებმა უკრაინელი მოქალაქეების მიმართ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოხატეს და მედიკამენტებთან ერთად, სასურსათო ამანათები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ამანათები და მედიკამენტები თელავის მუნიციპალიტეტში ხუთმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.

 

გააზიარე