თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი და სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

5 May, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებული მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა სოფელ ქვემო ხოდაშენში სასურსათო კალათი ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს პირადად გადასცა. მერი ასევე დაინტერესდა, რამდენად იცავს მოსახლეობა კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის, მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის და საჭიროების მქონე ოჯახებს უკვე 3 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადასცა.

უახლოეს დღეებში დაიწყება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი. არამალფუჭებადი პროდუქტების კალათს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 146 აღსაზრდელი მიიღებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგიც. შემოწმება უკვე 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა.

 

 

 

გააზიარე