თელავის მუნმიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა
2018 წლის 26 ივლისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“-ს თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა და თელავის მინიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების საკითხები.
თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას და მოქალაქეთა დასაქმებას. გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის კი მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობა.
შეხვედრაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.