თელავის ყრუ-უსინათლოთა კავშირში შეხვედრა გაიმართა
ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, თელავის ყრუ-უსინათლოთა კავშირში გამართულ ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრო.
შეხვედრაზე ცნობილი ყრუ-უსინათლო მწერლისა და სამოქალაქო აქტივისტის ჰელენ კელერის მიღწევებზე, ასევე სმენისა და მხედველობის სენსორული დარღვევის მქონე პირთა გამოწვევებსა და თავად ყრუ-უსინათლო პირებზე ისაუბრეს, რომელთა რაოდენობა საქართველოში, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, არის, სულ მცირე, 700.
ღონისძიების დასასრულს ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.