თელავის საპატიო მოქალაქე - ექიმი ვანო მანველიშვილი 95 წლის გახდა
ექიმი ვანო მანველიშვილი 95 წლის გახდა.
თელავის საპატიო მოქალაქეს იუბილეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ვანო მანველიშვლს თელავის საპატიო მოქალაქის ტიტული 2011 წელს მიენიჭა.