თელავისა და ბირგუს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით მალტაზე იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ლევან ანდრიაშვილი ქალაქ ბირგუს მერს, ჯონ ბოქსალს, ადგილობრივი ხელისუფლების საპარლამენტო მდივანს, ალისონ ზეფარა ჩიველის და ბირგუს საბჭოს წევრებს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბირგუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ბირგუს მერმა ჯონ ბოქსალმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ბირგუსა და თელავის მუნიციპალიტეტს შორის კულტურის, სოციალური პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.