ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თელავმა ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა

3 ოქტომბერი, 2022

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 85 ჯიშის 1000-მდე ძაღლი, რომლებსაც შეაფასებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ხვალ დასრულდება.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მას თელავი ყოველწლიურად მასპინძლობს.

 

 

გააზიარე