თელავს დამეგობრებული ქალაქ ბიბერახის დელეგაცია ეწვია

20 May, 2022

თელავს დამეგობრებული ქალაქ ბიბერახის დელეგაცია ეწვია.

სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან თამარ ზაზანაშვილთან ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებების უფროსებთან, დიანა ფხოველიშვილთან და ვალერი გრემელაშვილთან ერთად შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

 

გააზიარე