თელავს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ესტუმრა

10 ოქტომბერი, 2023

თელავს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ესტუმრა.

ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ თელავთან დამეგობრებული ლიეტუვის ქალაქ ანიკშჩაის დელეგაციის წარმომადგენლები - ქალაქის მერი კესტუტის ტუბისი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი იურგიტა ბანიენე და კულტურის ცენტრის დირექტორი დიანა პეტროკაიტე.

მხარეებმა კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

გააზიარე