თელავში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა

9 ოქტომბერი, 2018

„ერეკლეობა - 2018“-ის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის Network of Centers for Civic Engagement - NCCE პარტნიორობით ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა:

  • საჯარო ლექცია გენდერული თანსაწორობის თემაზე (სპიკერები - მწერალი დავით გორგილაძე, მწერალი გიორგი კეკელიძე, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი);
  • ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოპროექტის - „თანატოლები თანასწორობისთვის“ გამოფენა;
  • საჯარო გამოსვლის კონკურსი მოსწავლეებისათვის;
  • კულინარიული კონკურსი მამაკაცებს შორის;
  • სპორტული შეჯიბრება ღია ცის ქვეშ.
  • ფესტივალის სტუმარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალური შოუ „წიგნების თარო“, რომელშიც ყველა დამსწრე ახალგაზრდას შეეძლო მონაწილეობის მიღება. 

ერეკლეობის დღესასწაული და ფესტივალის გახსნა ახალგაზრდებს მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში .

ფესტივალის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა. 

ალბომი


 

გააზიარე