თელავში წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოვება გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 2019 წლის განმავლობაში კულტურისა და სპორტის სფეროებში, ასევე საზოგადოევრივ აქტივობებში ჩართული წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.
ახალგაზრდებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა გადასცა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილემ - გიგა მამუკელაშვილმა ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტში ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებისთვის 50 000 ლარი გამოიყო.
ღონისძიება სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს "ჰაპოში" გაიმართა.
წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოვება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.