თელავში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის ნაწილზე რეაბილიტაციის პროცესი მალე დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
გაცნობებთ, რომ ამირეჯიბის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც ქუჩის სრული სიგრძის, 490 მეტრის, კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ასფალტის ორფენიანი საფარი და ტროტუარები მოეწყობა.