თელავში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

21 მარტი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის ისტორიული მუზეუმის, ააიპ თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ა/ო World Vision-ის, ა/ო შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარის“ და ა/ო სოციალური ინტერესების დაცვის ასოციაციის მხარდაჭერით, თელავის ისტორიულ მუზეუმში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყვნენ როგორც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს და სპეციალურად დაგეგმილ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა (აპლიკაციების შექმნა, ასფალტზე ხატვა, ძერწვა და ა.შ.).

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. მან აღნიშნა, რომ თელავის მერია მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ბავშვების განვითარებას და ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

გააზიარე