თელავში დაზიანებული ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ თელავში - რუსთაველის ქუჩაზე, ჭავჭავაძის ქუჩასა და ალაზნის გამზირზე დაზიანებული ტროტუარების მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 277 000 ლარი დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "გზამშენი 2005" ასრულებს.