თელავში ერეკლეობის სახალხო დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა
თელავში, ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე ერეკლეობის, იგივე თელავქალაქობის სახალხო დღესასწაული გაიმართა.
წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა.
მეფის სასახლეში გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია. მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში.
ცენტრალურ მოედანზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო ისტორიული პავილიონები, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული კუთხეები ხვდებოდათ. გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად საპატიო თელაველები დააჯილდოვა.
ღონისძიების დასასრულს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული კვარტეტი „ოთხის“, ზუკა ხუციშვილსა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.