თელავში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა თელავში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა. ასევე, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წლიდან, ყოველი წლის 18 მაისს, საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის თელავშიც იმართება კულტურული ღონისძიება - ,,საქართველოს ეროვნული სამოსის დღე,,.