თელავში ,,განახლებული რეგიონების,, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დასრულების ფაზაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თელავში ,,განახლებული რეგიონების,, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს შოთა რუსთაველის ქუჩას. პროექტის შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას და მიმდებარე ტროტუარებს.
სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 9 000 000 ლარი შეადგინა.
ასევე, პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტირდა 10-ზე მეტი შენობა, მოეწყო მიმდებარე საფეხმავლო ზოლი და სკვერი. ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო განათება და რეკრეაციული სივრცეები.
მიმდინარე პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.