თელავში, გივი ჩოხელის დაბადების დღე მისი სახელობის ტურნირით აღნიშნეს

28 ივნისი, 2023

სპორტის დამსახურებული ოსტატის და მწვრთნელის, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილის და ევროპის ჩემპიონის, ლეგენდარული თელაველი ფეხბურთელის - გივი ჩოხელის დაბადების დღეა!

ფეხბურთელის დაბადებიდან 86 წლის საიუბილეო თარიღი მის ძეგლთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერან ფეხბურთელებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს.

 ასევე, გივი ჩოხელის სახელობის ჩემპიონატის ფინალისტ გუნდებს - ლაგოდეხის, თელავისა და საგარეჯოს საფეხბურთო სკოლების 15 წლამდელთა ნაკრებებს მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, პირველი ადგილის მფლობელ გუნდს კი გივი ჩოხელის მეუღლემ, ნანა ჩოფიკაშვილმა ფეხბურთელის სახელობის თასი გადასცა.

 

გააზიარე