თელავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

23 ოქტომბერი, 2019

ქალაქ თელავში ერისთავის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

295 მეტრის სიგრძის გზაზე ქვაფენილი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე არხები, გზასთან დამაკავშირებელი კიბეები ბაზალტის ფილებით, ხოლო მოაჯირი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 312 025 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი/მ გოჩა ქირათელიძემ განხორციელა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კისისხევსა და ვანთაში.

სოფელ კისისხევში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ვანთაში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.

ამბულატორიის რეაბილიტაციაზე  26 604 ლარი დაიხარჯება, გზის მოასფალტების ღირებულება კი 500 000ლარია.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს "თელავი" და შპს "სერპანტინი" ახორციელებენ.

გააზიარე