თელავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 560 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 582 ლარით ფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს.
ასევე, თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით ინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.
პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი,, ახორციელებს.