თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

10 ივნისი, 2019

ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც თელაველმა მომღერლებმა ჯუმბერ სახეიშვილის საავტორო სიმღერები შეასრულეს.

ხელოვანს ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. მათ მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვეს. 

„გილოცავთ ამ ლამაზ დღეს. თქვენს სიმღერებზე უამრავი ადამიანი აღიზარდა. თქვენ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

გააზიარე