თელავში კახეთის პროფესიონალური ჩემპიონატი კიკბოქსინგში ,,ივენთი პირველი,, გაიმართა
თელავში კახეთის პროფესიონალური ჩემპიონატი კიკბოქსინგში ,,ივენთი პირველი,, გაიმართა.
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის კლუბი ,,მებრძოლი,,
თელავის კიკბოქსინგის კლუბი ,,ჯორჯია,, გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბი ,,მგლები,, ახმეტის კიკბოქსინგის კლუბი ,,თუშეთი,, ყვარლის კიკბოქსინგის კლუბი ,,კახეთი,, იღებდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს, თასები, მედლები და სიგელები თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ჩემპიონატი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა.