თელავში კერამიკის მასტერკლასი ჩატარდა

7 April, 2023

კერამიკის მასტერკლასი გაიმართა თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ.

მასტერკლასში, რომელიც აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა მონაწილეობა მიიღეს თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, ბავშვთა დღის ცენტრის, სამხატვრო, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე კერამიკით და ხატვით დაინტერესებულმა მსურველებმა.

საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი ,,პატარა კახი,, და ალავერდის ეპარქიასთან არსებული სკოლის მომღერალთა გუნდი.

ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე