თელავში ,,მამების თასი,, ჩატარდა

19 ივნისი, 2022

მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მათმა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად დაესწრო. მერმა მატჩის მონაწილე გუნდებს სიგელები და ,,მამების თასი,, გადასცა.

მამების დღე თელავში წელს უკვე მეორედ აღინიშნება.

ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

 

 

გააზიარე