თელავში მარათონი - "დაიბრუნე შენი ქუჩები" ჩატარდა

14 ოქტომბერი, 2019

კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და  თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  მარათონი - ,,დაიბრუნე შენი ქუჩები,, ჩატარდა.
მარათონის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ დააჯილდოვეს.
სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს, რომელიც თელავში ჩატარებულ მარათონში უკვე მეორედ მონაწილეობდა, მუნიციპალიტეტის სახელით სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა მარათონის ფარგლებში სამედიცინო აქცია გამართა. უფასო სკრინინგი С-ჰეპატიტის, აივ-შიდსის და ტუბერკულოზის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით მოეწყო.

სკრინინგ-აქციაში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ მიიღეს.

გააზიარე