თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

3 სექტემბერი, 2024

თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

„ოქროს მტევანი“ მუნიციპალიტეტის წლის კალენდარში გამორჩეულია. საკონკურსო ფილმების ყოველწლიური ზრდა, სწორედ, გასულ წლებში წარმატებით ჩატარებული ფესტივალისა და საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობადობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

2024 წელს თელავში 124 ქვეყნიდან 3 425 ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალის პროგრამას წელს საკონკურსო და საგანმანათლებლო პროგრამები, მასტერკლასები დაემატა, რომელთაც კოორდინაციას საქართველოს, ამერიკის, გერმანიის, პორტუგალიის, თურქეთის, ინდოეთის, ისრაელის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წარმომადგენელი კინომცოდნე ჟიურის წევრები უწევენ.

6 სექტემბერს დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ჟანრში გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოვლინდება.

 

 

გააზიარე