თელავში ოსტროვსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავში ოსტროვსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძეზე, რომელიც 220 მეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო. მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
კეთილმოწყობის პროცესი დასრულებულია ამავე პროექტით გათვალისწინებულ ყვარლის ქუჩასა(255მ) და დავითაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-13 და მე-15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესასვლელებსა და ეზოებში.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.