თელავში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა“ გაიმართა

6 ნოემბერი, 2023

მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით თელავში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა“ გაიმართა.

ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“-ს მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, გაიმართა ადგილობრივი მეწარეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.

გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის.

ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტის სტატუსი კი გასული წლის მსგავსად, კვლავ თელავის მუნიციპალიტეტს მიენიჭა. გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს ფესტივალის ორგანიზატორის მხრიდან გადაეცა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლებით „გაყრა“ და „შეყრა“ დასრულდა.

 „ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.

 

გააზიარე