თელავში OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის წინა საფინალო ეტაპი გაიმართება

22 May, 2023

26-28 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, 4WD Off-Road Club-ის და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში სტარტს აიღებს OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის RAINFOREST CHALLENGE - 2023 -ის წინა საფინალო ეტაპი RFC CAUCASUS 2023.

შეჯიბრში მონაწილე ავტომობილების რეგისტრაცია და ტექნიკური კომისია გაიმართება 26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე.

27 მაისს, იყალთოს მიმდებარედ ავტო-დრომზე სტარტს აიღებს შეჯიბრი, აქტივობა დასრულდება 28 მაისს.

კავკასიის უძლიერესი OFF-ROAD ეკიპაჟის ტიტულის მოსაპოვებლად შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 70 ეკიპაჟი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

შეჯიბრის ფორმატი: RFC - რაც გულისხმობს რამოდენიმე ეტაპად დაყოფილი დაბრკოლებებიანი სპეც მონაკვეთების გავლას, სადაც გაიმარჯვებს საუკეთესო ჯამური დროის მქონე ეკიპაჟი.

შეჯიბრი ჩატარდება ოთხ ჩათვლით კატეგორიაში:

1) სტანდარტი (სამოყვარულო) კლასი

2) მოდიფიცირებული კლასი

3) პრო-მოდიფიცირებული კლასი

4) პროტოტიპები

შეჯიბრის მიმდინარეობას განსჯის საქართველოს OFF-ROAD ფედერაციის გამოცდილ მსაჯთა გუნდი.

RFC CAUCASUS 2023 -ზე გამარჯვებულები მიიღებენ ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის ლიცენზიას. ფინალური შეჯიბრი ყოველი წლის ბოლოს მალაიზიაში ტარდება და 10 დღე გრძელდება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

https://facebook.com/events/s/rfc-caucasus-2023/921919122406546/

 

 

გააზიარე