თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა წელს უჩვეულოდ აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ვიმყოფებოდით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი - პანდემია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს." - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
26 მაისის აღსანიშნავად თელავის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო დროშები გამოიფინა.