თელავში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

12 April, 2019

თელავში მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. 

საბჭოს მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის საჯარო ფუნქციების წარმატებით შესრულებაში ხელშეწყობა.

დღეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა საბჭოს წევრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და მათი წინადადებები მოისმინა. ასევე, მან საბჭოს წევრებს საკრებულოზე განსახილველი პროექტები გააცნო. 

საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
დებულების დამტკიცების შესახებ 

 

გააზიარე