თელავში სამუშაო ვიზიტით World Vision-ის რეგიონული დირექტორი იმყოფებოდა

18 ოქტომბერი, 2018

კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას ოფიციალური ვიზიტით ორგანიზაცია World Vision-ის რეგიონული დირექტორი ბენგ იოჰი ეწვია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერთან - შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, შეხვდა ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე:

2018 წლის აგვისტოს თვეში, ორგანიზაცია World Vision –ის მხარდაჭერით, თელავმა დაამტკიცა მუნიციპალიტეტის 2018-21 წლების ახალგაზრდული სტრატეგია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, რათა მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და იყვნენ აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერია და კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობენ ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით - ცნობიერების ამაღლების, კადრების მომზადების, თანამშრომელთა გადამზადების და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - თინათინ ხანჯალიაშვილი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - ნინო პაატაშვილი, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი - ნანა ათუაშვილი, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების თემის ფასილიტატორი - მარი არჯევანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამსახურის უფროსი - გიორგი ენუქიძე და კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი.

გააზიარე