თელავში, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდის თემაზე შეხვედრა ჩატარდა

9 დეკემბერი, 2021

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდისა და საზოგადოებაში მათი სრული ინკლუზიის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თამარ ზაზანაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობებისა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რაც დგას მათი სამიზნე ბენეფიციარების წინაშე.

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა USAID ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის,, ფარგლებში და მის მიზანს შეზღუდეული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს.

 

გააზიარე